მოგზაურობა ერთ-ერთი უდიდესი სიამოვნებაა – ის საშუალებას გვაძლევს მოვინახულოთ ახალი ადგილები, გავიცნოთ სხვადასხვა კულტურა და შევქმნათ დაუვიწყარი მოგონებები.
თუმცა, მოგზაურობა ასევე შეიძლება იყოს სტრესისა და შფოთვის წყარო, განსაკუთრებით თუ ამისთვის კარგად არ მოემზადე.
სასტუმროს მოძიება და დაჯავშნა, დაზღვევა, ტრანსპორტირება, ბარგის ჩალაგება – ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან დამღლელი იყოს.
სწორედ ამიტომ, გიზიარებთ რამოდენიმე რჩევას თუ როგორ გაიმარტივოთ მოგზაურობა, რადგან ის უფრო სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გახდეს.
1. მოემზადე წინასწარ
თქვენი მოგზაურობის გამარტივების ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის წინასწარ მომზადება, ყველაფრის გათვალისწინება და დაგეგმვა.
ეს გულისხმობს, რომ წინასწარ დაჯავშნოთ ტრანსპორტი, სასტუმრო, აქტივობები და დარწმუნდეთ, რომ წესრიგში გაქვთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დაგეგმოთ ყოველი დღე თუ რა უნდა მოინახულოთ, რა აქტივობებით უნდა დაკავდეთ და ა.შ.
ეს ყველაფერი დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას და დაგეხმარებათ მაქსიმალურად გამოიყენოთ დრო და დატკბეთ თქვენი მოგზაურობით.
2. შეამცირე ბარგი
ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, როდესაც საქმე ეხება მოგზაურობას, არის ბარგის მოცულობა.
ბევრი ადამიანი, როდესაც საზღვარგარეთ მიემგზავრება ტურით, ძალიან ბევრი ნივთი მიაქვს და მისი ბარგი არაადეკვატურად მოცულობითია. სინამდვილეში კი სულაც არ არის საჭირო ბევრი ნივთისა თუ ტანსაცმლის წაღება.
ბარგის მოცულობის შემცირების მიზნით, შეადგინეთ იმ ნივთების სია რაც აუცილებელია თქვენი მოგზაურობისთვის. ეს შეიძლება იყოს ყოველდღიური მოხმარების ნივთები, ფოტოაპარატი, ტანსაცმელი და სხვა.
ეცადეთ არ ჩაალაგოთ ნივთები რომელსაც საერთოდ არ გამოიყენებთ. და საერთოდ, შეგიძლიათ მინიმალისტურად იმოგზაუროთ და მხოლოდ ზურგჩანთაც საკმარისი აღმოჩნდეს ბარგისთვის.
3. შეარჩიე ტურისტული სააგენტო
თუ თქვენ მოგზაურობას გეგმავთ და გსურთ თავიდან აიცილოთ ყველანაირი ზედმეტ ფიქრი, მაშინ შეგიძლიათ ტურისტულ სააგენტოს მიმართოთ და მათი სამოგზაურო პაკეტი გამოიყენოთ.
თუმცა, მნიშვნელოვანია აირჩიოთ სწორი სააგენტო თქვენი საჭიროებების და ბიუჯეტის მიხედვით.
ზოგიერთი ფაქტორი, რომელიც გასათვალისწინებელია ტურისტული სააგენტოს არჩევისას, მოიცავს მათ რეპუტაციას და გამოცდილებას, სპეციალიზაციას (როგორი ტიპის ტურებს გთავაზობენ, რა შედის ტურში და ა.შ), ფასს და მომხმარებელთა შეფასებებს.
გაეცანით სააგენტოს შეთავაზებებს, ფასებს, გამოცდილებას და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება.
დაუკავშირდით და მიიღეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც თქვენს სამოგზაურო მოთხოვნებს უკავშირდება – კარგი ტურისტული სააგენტო მზად უნდა იყოს ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგცეთ.
4. სამოგზაურო აპლიკაციები
თუ თქვენ აირჩიეთ ტური, მოამზადეთ ყველაფერი და ბარგიც ჩაალაგეთ, აუცილებელია მოიძიოთ აპლიკაციები რომლიც მოგზაურობისას გამოგადგებათ.
მაგალითად, მოგზაურობის დაგეგმვის აპლიკაციები, როგორიცაა TripIt ან Wanderlog, დაგეხმარებათ თვალყური ადევნოთ თქვენს მარშრუტს და სხვა საჭირო ინფორმაციას.
ასევე, დაგჭირდებათ რაიმე სახის რუკა, რაც უცხო ქალაქში გადაადგილებაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ გამოიყენოთ Google Maps, Maps.me ან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი რუკის აპლიკაცია.
ასევე, სასურველია გადმოწეროთ აპლიკაციები, რომლის საშუალებითაც თვალს ადევნებთ ხარჯებს და ზედმეთ თანხას არ დახარჯავთ. ან სპეციალური სამოგზაურო აპლიკაციები, მაგალითად მუზეუმებისთვის ან სხვადასხვა სანახაობებისთვის.
შეჯამება
მოგზაურობა არის დასვენების და შთაბეჭდილებების მიღების ერთ-ერთი საუკეთესო საშალება, თუმცა, არასწორად დაგეგმილი მოგზაურობა შეიძლება სტრესული აღმოჩნდეს. ამიტომაც, სასურველია წინასწარ მოემზადოთ და გაითვალისწინოთ ყველა აქ ჩამოთვლილი რჩევა, რაც დაგემხარებათ მოგზაურობა უფრო სასიამოვნო გახადოთ.