შარმ ელ შეიხი მდებარეობს ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის სამხრეთ წვერზე და არის შესანიშნავი საკურორტო ადგილი სამოგზაუროდ. წითელ ზღვასა და უდაბნოს შორის მოქცეული ეს სანაპირო გამოირჩევა თავისი ულამაზესი პლაჟებით, კრისტალურად სუფთა წყლით და მარჯნის რიფებით, რაც შესანიშნავია არა მარტო ზღვის, არამედ წყლის სპორტის და ბუნების მოყვარულთათვის.
აქ თქვენ შეგიძლიათ დაკავდეთ დაივინგით, სადაც აღმოაჩენთ წყალქვეშა სამყაროს, მათ შორის ფერადი მარჯნის რიფებსა და ეგზოტიკურ თევზებს. ადრენალინის მოყვარულებს ელოდებათ საინტერესო აქტივობები, როგორიცაა ვინდსერფინგი. ასევე, შეგიძლიათ მოიწყოთ უდაბნოს ტური კვადროციკლით ან გაისეირნოთ აქლემით. გარდა ამისა, შარმ ელ შეიხი ცნობილია თავისი ღამის ცხოვრებით და გასართობი ადგილებით.
ჩვენი შარმ ელ შეიხის ტური გთავაზობთ ავიაბილეთებს (ფრენა თბილისიდან), 20კგ ჩასაბარებელ ბარგს ხელბარგთან ერთად, სასტუმროს ასარჩევად, All Inclusive კვებას, შიდა ტრანსფერს და სამოგზაურო დაზღვევას.