თუ თქვენ მოგზაურობა გადაწყვიტეთ, ტურისტული სააგენტოს არჩევა პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
საუკეთესო სააგენტოს შეუძლია თქვენი მოგზაურობა უფრო სასიამოვნო, უსაფრთხო და სტრესისგან თავისუფალი გახადოს. თუმცა, მრავალი სააგენტოს არსებობის გამო, არჩევანის გაკეთება შეიძლება რთული იყოს.
ამიტომ, ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ტურისტული სააგენტოს არჩევის დროს.
1. განსაზღვრეთ მოგზაურობის საჭიროებები
ტურისტული სააგენტოს არჩევის დროს, პირველ რიგში, საჭიროა განსაზღვროთ თქვენი მოთხოვნები და საჭიროებები.
ზოგიერთი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს ძვირადღირებულ საცხოვრებელს, ზოგი უფრო მეტად დაინტერესებულია ბიუჯეტური მოგზაურობის ვარიანტებით, ზოგს კი უბრალოდ განსაკუთრებული თავგადასავლები სურს.
სააგენტოს არჩევამდე, გარკვეული დრო დაუთმეთ იმის განხილვას, თუ როგორი ტიპის მოგზაურობა გსურთ. მას შემდეგ, რაც ზუსტად გეცოდინებათ თუ რა გსურთ მიიღოთ მოგზაურობიდან, შეგიძლიათ დაიწყოთ ტურისტული კომპანიების ძიება.
თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ტურისტული სააგენტო, რომლიც გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ტურს, მაგალითად როგორიცაა ჯგუფური ტურები საზღვარგარეთ.
შეიძლება თქვენ გსურთ ძვირადღირებული მოგზაურობა საუკეთესო ავიახაზებით, ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება და ა.შ.
თქვენ ასევე შეგიძლიათ მოძებნოთ სააგენტოები, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან კონკრეტულ მიმართულებებში, როგორიცაა აზიაში მოგზაურობა და ტურები ევროპაში.
მთავარია, იცოდეთ თუ როგორი ტიპის მოგზაურობა გსურთ, რადგან ეს უფრო მარტივს გახდის სწორად აარჩიოთ ტურისტული კომპანია.
2. მოიძიეთ ტურისტული სააგენტოები
ტურისტული სააგენტოებზე ინფორმაციის მოძიება მნიშვნელოვანია, რადგან ამით თქვენ მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას და შედარაებთ სხვადასხვა სააგენტოს.
პოტენციური სააგენტოების კვლევისას, მნიშვნელოვანია შეადგინოთ სააგენტოების სია, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან მოგზაურობის ტიპზე ან დანიშნულების ადგილზე, რომლის მონახულებაც გსურთ.
მას შემდეგ რაც გექნებათ სააგენტოების სია, გაეცანით სხვადასხვა ინფორმაციას მათ შესახებ.
გადახედეთ ტურისტული სააგენტოს ვებგევრდს, ფეისბუქ და ინსტაგრამ პროფილებს, რადგან შეგექმნათ ზოგადი წარმოდგენა.
გაარკვიეთ, გთავაზობენ თუ არა თქვენთვის საჭირო მომსახურებას, როგორიცაა ფრენის დაჯავშნა, სასტუმროს დაჯავშნა, ტურის დაგეგმვა და ა.შ.
3. შეადარეთ ფასი და მომსახურება
სხვადასხვა ტურისტული სააგენტოების მიერ შემოთავაზებული ფასებისა და სერვისების შედარება სააგენტოს არჩევის დროს, მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ფასების შედარებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენს მოგზაურობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, მათ შორის ავიაბილეთი, სასტუმროში განთავსება, ტრანსპორტირება და სხვადასხვა აქტივობა.
ფასების შედარების გარდა, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ თითოეული სააგენტოს მიერ შემოთავაზებული მომსახურება.
აირჩიეთ სააგენტო, რომლიც გთავაზობთ თქვენთვის საჭირო სერვისებს, გაარკვიეთ კონკრეტულად რა შედის თქვენს ტურში და ა.შ.
მაგალითისთვის, Destiny Travel ტურები მოიცავს ავიაბილეთების და სასტუმროს ჯავშანს, სამოგზაურო დაზღვევას, ტრანსპორტირებას და სხვა მომსახურებებს, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის მოგზაურობას.
4. გაითვალისწინეთ ტურისტული სააგენტოს გამოცდილება
კიდევ ერთი რამ, რაც ტურისტული კომპანიის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, არის სააგენტოს გამოცდილება.
გაიგეთ თუ რამდენი წლის არის სააგენტო, რამდენი სამოგზაურო ტური აქვს განხორციელებული, რომელ ქვეყნებში გთავაზობთ ტურებს და სხვა საჭირო ინფორმაცია.
სააგენტო რაც უფრო დიდი ხანია მოღვაწეობს ტურისტულ სფეროში, მას აქვს უფრო მეტი გამოცდილება და უფრო კარგ მომსახურებას შემოგთავაზებთ.
გარდა ამისა, გაითვალისწინეთ სააგენტოს თანამშრომლების გამოცდილება. მოძებნეთ სააგენტოები, რომლებსაც ჰყავთ პერსონალი ტურისტულ ინდუსტრიაში გამოცდილებით ან თქვენი სასურველი დანიშნულების ადგილის სპეციალიზებული ცოდნით.
5. გაეცანით მომხმარებელთა შეფასებებს
მომხმარებელთა გამოცდილების და შეფასებების წაკითხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწორი ტურისტული სააგენტოს არჩევისას.
შეფასებები გვაწვდის ღირებულ ინფორმაციას მომხმარებლების გამოცდილების შესახებ და დაგეხმარებათ განსაზღვროთ, შეესაბამება თუ არა სააგენტო თქვენი მოგზაურობის მოთხოვნებს.
წაიკითხეთ მომხმარებელთა მიმოხილვები სააგენტოს ვებსაიტზე, Facebook გვერდზე, ან სხვადასხვა ტურისტულ ვებგვერდზე.
მნიშვნელოვანია წაიკითხოთ სხვადასხვა ტიპის შეფასებები – როგორც კმაყოფილი, ასევე უკმაყოფილო მომხმარებლის მიმოხილვა.
რა თქმა უნდა, უმჯობესია მომხმარებლების მიმოხილვებს გაეცნოთ და არა რომელიმე პარტნიორი სააგენტოს, რადგან ის უფრო ავთენტური იქნება.
შეჯამება
ასე, რომ სწორი და საუკეთესო ტურისტული სააგენტოს არჩევა გადამწყვეტია წარმატებული და სასიამოვნო მოგზაურობის დაგეგმვისას. თქვენი სამოგზაურო მოთხოვნების გათვალისწინებით, პოტენციური სააგენტოების გამოკვლევით, ფასებისა და სერვისების შედარებით, ცოდნისა და გამოცდილების შეფასებით და მომხმარებელთა მიმოხილვებისა წაკითხვით, აუცილებლად იპოვოთ სასურველ ტურისტულ კომპანიას.