ვენა, კულტურით მდიდარი და საოცარი არქიტექტურით, ერთ-ერთი საუკეთესო და ძალიან მიმზიდველი ადგილი ევროპაში სამოგზაუროდ და ჩვენი ტური ვენაში არის შესანიშნავი შანსი იმოგზაურო ავსტრიის დედაქალაქში. ის განსაკუთრებით მიმზიდველია ხელოვნების და მუსიკის მოყვარულთათვის – მსოფლიო დონის მუზეუმები და ისეთი კლასიკური კომპოზიტორების მემკვიდრეობა, როგორიცაა მოცარტი, ბეთჰოვენი და შტრაუსი.
ვენაში თქვენ მოგეცემათ საშუალება დატკბეთ არქიტექტურით, მაგალითად, როგორიცაა ჰოფბურგისა და შონბრუნის რეზიდენციები. ასევე, წმ. სტეფანეს საკათედრო ტაძარი ულამაზესი გოთიკური არქიტექტურით. მუზეუმებში შეგიძლიათ იხილოთ ისეთი რემბრანდტის, ვერმეერის და კლიმტის შედევრები. საღამოობით კი შეგიძლიათ გაისეირნოთ ულამაზეს ქუჩებში და დააგემოვნოთ სხვადასხვა ადგილობრივი თუ ევროპული კერძი და დესერტი.