შრი ლანკის ტური

დაჯავშნა დროებით შეჩერებულია
სამწუხაროდ, ამ ტურზე ჯავშნის რაოდენობა დროებით ამოიწურა.
შრი ლანკის სანაპირო

ტურის აღწერა

Destiny Travel გთავაზობთ დაუვიწყარ და ეგზოტიკურ მოგზაურობას შრი ლანკაზე. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მოინახულოთ ულამაზესი ადგილები, გაისეირნოთ მდინარეზე ნავით და დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები.

ტური შრი ლანკაზე შედის სასტუმრო, საუზმე, სამოგზაურო დაზღვევა და სამგზავრო ბარგი. ფრენა ხორციელდება თბილისიდან.

ტური მოიცავს

+ ავიაბილეთები თბილისიდან
+ 7კგ ხელბარგი
+ 30კგ ჩასაბარებელი ბარგი
+ სასტუმრო
+ საუზმე

გადახდის პირობები

ავიაბილეთების ფასების არასტაბილურობის გამო ტურის ფასი ცვალებადია. ჩვენთან მოქმედებს TBC ბანკის განვადება და ასევე, შესაძლებელია ტურის ღირებულების ეტაპობრივად გადახდა.

ტურის გეგმა

დღე I

გაფრენა თბილისიდან აბუ დაბიში (5სთ მოცდა) და გაფრენა კოლომბოში.

დღე II

საზღვრის პროცედურები და ტრანსფერი სიგირიაში. ვიზიტი სპილოების თავშესაფარში, სასტუმროში დაბინავება და ვახშამი.

დღე III

საუზმის შემდეგ ვიზიტი სიგირიას ციხე-სიმაგრეში, დაბრუნება სასტუმროში, ვიზიტი მინერიის ნაციონალურ პარკში, ჯიპ ტური და ვახშამი.

დღე IV

მეოთხე დღეს გამგზავრება კენდიში, დამბულას მღვიმის ტაძრის მონახულება, შრი ლანკის კულტურული შოუ, ვიზიტი ბუდას კბილის ტაძარში, კენდის ტბა და სასტუმროში დაბრუნება.

დღე V

მეხუთე დღეს ეწვევით ჩაის პლანტაციებს და ვიქტორიას პარკს, მოინახულებთ რამბოდას ჩანჩქერს, გრეგორის ტბას და გაისეირნებთ მატარებლით ნუვარა ელიადან ელაში.

დღე VI

საუზმის შემდეგ დალაშქრავთ პატარა ადამს, მოინახულებთ ცხრა თაღიან ხიდს, ქალაქ ელას და დააგემოვნებთ შრი ლანკურ კერძებს.

დღე VII

მეშვიდე დღეს გაემგზავრებით ბენტოტაში, დაბინავდებით სასტუმროში, დაათვალიერებთ ქალაქ გალეს, ეწვევით კუების ფერმას და გაისეირნებთ ნავით მდინარე მადუზე.

დღე VIII

ნავით გასეირნება დელფინების და ვეშაპების სანახავად (3სთ), დაბრუნება სასტუმროში, თავისუფალი საღამო ბენტოტას ოქროსფერი ქვიშის სანაპიროზე და ვახშამი.

დღე IX

საუზმე და გამგზავრება კოლომბოსკენ, კოლომბოს დათვალიერება, ვახშამი ადგილობრივ რესტორანში და გამგზავრება აეროპორტში.

დღე X

ფრენა კოლომბოდან შარჟაში (5სთ მოცდა) და გაფრენა თბილისში.

მსგავსი ტურები