კუნძული კორფუ (კერკირა) არის საზღვაო კურორტი იონიის ზღვაში, რომელიც შესანიშნავი სამოგზაურო ადგილია. ის გამოირჩევა ლაჟვარდოვანი ზღვით, თეთრქვიშიანი პლაჟებითა და გრილი, ზომიერი ჰავით. საბერძნეთის ეს კუნძული იდეალურია დასვენებისა და გართობისთვის თავისი მრავალფეროვანი აქტივობებით – სერფინგი, კაიაკინგი გემით გასეირნება და სხვა. ასევე, კორფუ გამოირჩევა ვენეციური სტილის არქიტექტურით და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით.
გარდა ამისა, აქ მოგზაურობისას აუცილებლად მოინახულეთ ძველი ქალაქი და მისი ღირსშესანიშნაობები: სპირიდონის ეკლესია, ახალი და ძველი ციხესიმაგრეები, პანტოკრატორის მონასტერი და მუზეუმები. ასევე, რა თქმა უნდა, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას, დააგემოვნეთ ადგილობრივი კერძები.
კორფუს ტური კი არის კარგი შესაძლებლობა, იმოგზაურო ამ ულამაზეს კუნძულზე. ის მოიცავს ავიაბილეთებს, სამგზავრო ბარგს და სასტუმროს.