კატალონიის დედაქალაქი ბარსელონა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილია ევროპაში. მას ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს და გამოირჩევა უნიკალური კულტურით, არქიტექტურით, გემრიელი კერძებითა და სანაპირო ზოლით. ჩვენი ბარსელონის ტური კი გთავაზობთ კომფორტულ მოგზაურობას.
ბარსელონაში აუცილებლად უნდა ნახოთ ანტონი გაუდის შედევრები, როგორებიცაა საგრადა ფამილია და პარკი გუელი. ასევე, არ გამოგრჩეთ ლა-რამბლას ქუჩა თავისი ბაზრებითა და კაფეებით, გოტიკური კვარტალი პიკასოს მუზეუმით, აკვატორია და პანორამული ხედები მონტჯუიკის მთიდან.