რატომ სჯობს სამოგზაურო ინტერნეტის ყიდვა საზღვარგარეთ წასვლამდე

როუმინგ ინტერნეტის შეძენა მოგზაურობის დაგეგმვის მნიშვნელოვანი ნაწილია. იმისთვის, რომ საზღვარგარეთ გატარებული დღეების განმავლობაში მარტივად შეძლო ქუჩებში ორიენტირება, ადგილობრივებთან კომუნიკაცია, ახლობლებისთვის შთაბეჭდილებების გაზიარება და მედიისთვის თვალ-ყურის დევნება, აუცილებლად დაგჭირდება მობილური ინტერნეტი.

ბაზარზე სხვადასხვა ალტერნატივაა ხელმისაწვდომი. შეგიძლია, შეიძინო ფიზიკური SIM ბარათი ან ელექტრონული eSIM; დღიური მეგაბაიტები, ერთკვირიანი, ერთთვიანი ან ულიმიტო პაკეტები; ისარგებლო ადგილობრივი ან უცხოური მობილური ოპერატორის შეთავაზებებით.

როდის არის საუკეთესო დრო სამოგზაურო ინტერნეტის შესაძენად – მოგზაურობაში წასვლამდე, თუ მას შემდეგ, რაც დანიშნულების ადგილას ჩახვალ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა განვიხილოთ.

მობილური ინტერნეტის გააქტიურების ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა

თუ თადარიგს წინასწარ დაიჭერ, დანიშნულების ადგილას უკვე მომზადებული ჩახვალ და უცბად არ მოგიწევს შესაფერისი ალტერნატივების ძიება. ჩაფრენისთანავე შეძლებ საყვარელ ადამიანებთან დაკავშირებას და შეატყობინებ, რომ მშვიდობით ჩახვედი.

გარდა ამისა, სამოგზაურო ინტერნეტის არჩევის შემთხვევაში, დაზღვეული ხარ გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან. წინასწარ იცი, რამდენის დახარჯვა მოგიწევს ინტერნეტ მომსახურებაში და ბიუჯეტსაც უკეთ გათვლი.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ MB-ებს გამგზავრებამდე შეიძენ, ინტერნეტ პაკეტის ყიდვა ეროვნულ ვალუტაში – ლარში შეგიძლია. ამასთან, არ მოგიწევს ბიუროკრატიული პროცესის გავლა, რაც ახალი SIM ბარათის აღებისთვის არის აუცილებელი. ეს მობილური ინტერნეტის გააქტიურების ყველაზე სწრაფი და მარტივი გზაა.

სპეციალურად ქართველ აბონენტებზე მორგებული შეთავაზებები

წასვლამდე თვალი გადაავლე სპეციალურად ქართველ აბონენტებზე მორგებულ შეთავაზებებს, სადაც ყველა ის მნიშვნელოვანი დეტალია გათვალისწინებული, რაც საქართველოს მოქალაქეს უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას შეიძლება დასჭირდეს.

კითხვების შემთხვევაში, დახმარებისთვის საინფორმაციო ჯგუფს შეგიძლია მიმართო, რომელიც გამგზავრებამდეც და გამგზავრების შემდეგაც მობილურ ინტერნეტთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხის გადაჭრაში დაგეხმარება.

პაკეტის მარტივად გააქტიურების მეთოდი

მომხმარებელს სამოგზაურო ინტერნეტის გასააქტიურებლად ორი ვარიანტი აქვს. შეგიძლია შეიძინო ფიზიკური SIM ბარათი ან ელექტრონული eSIM.

ეს ყველაფერი სწრაფად და მარტივად, ვებსაიტიდან, აპლიკაციის დახმარებით ან სერვისცენტრში ვიზიტით შეგიძლია. SIM/eSIM-ით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში იმოგზაურებ.

სანდოობის გარანტია

როდესაც უცხო ქვეყანაში ბრმად არჩევ ოპერატორს, მეტია ალბათობა, შეცდომა დაუშვა, შენთვის არახელსაყრელ პირობებს მოაწერო ხელი ან სულაც მოტყუვდე და თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდე.

ნაცნობი კომპანიის არჩევის შემთხვევაში, იცი, რომ მოულოდნელი სიურპრიზებისგან დაზღვეული ხარ.

მხარი დაუჭირე ქართულ კომპანიებს

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, ქართული კომპანიის არჩევას სენტიმენტალური მიზეზები უძღვის წინ.

ადგილობრივი ბიზნესისა და ახალი სტარტაპების მხარდაჭერა მათ უფრო აძლიერებს და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების შანსს აძლევს.

შეჯამება

სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტის წინასწარ შეძენას არაერთი უპირატესობა აქვს: შეღავათიანი ტარიფები, ქართველ აბონენტებზე მორგებული შეთავაზებები, პაკეტის მარტივი გააქტიურების მეთოდი და უსაფრთხოება.

გარდა ამისა, ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერით, ამ კომპანიებს ხელს უწყობ განვითარებაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ალბათ, შენც დარწმუნდი, რომ უმჯობესია MB-ები გამგზავრებამდე იყიდო. იმედია, ჩვენი რჩევები შემდეგი მოგზაურობის დაგეგმვაში დაგეხმარება.