დუბაის ხედი

რა უნდა ვნახოთ დუბაიში

დუბაი არის ქალაქი, რომელიც ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი ცათამბრჯენებით, მდიდრული სავაჭრო ცენტრებითა და მსოფლიო დონის ატრაქციონებით.

ეს არის ქალაქი, რომელიც პატარა მეთევზეთა სოფლიდან გადაიქცა ბიზნესისა და ტურიზმის გლობალურ ცენტრად.

დუბაის ღირსშესანიშნაობები

და თუ თქვენ დუბაიში მოგზაურობა გადაწყვიტეთ, ჩვენ გირჩევთ ხუთ ადგილს რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

1. ბურჯ ხალიფა

ბურჯ ხალიფა

ბურჯ ხალიფა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობაა, რომელის სიმაღლეც 828 მეტრს აღწევს. ეს თანამედროვე არქიტექტურული შედევრი აუცილებლად უნდა ნახოთ დუბაიში მოგზაურობისას.

თქვენ არა მარტო გარედან შეგიძლიათ ნახოთ ეს განსაცვიფრებელი შენობა, არამედ ახვიდეთ 148-ე სართულზე და დატკბეთ დუბაის ულამაზესი ხედებით.

ასევე, აქ არის მსოფლიოში სიდიდით მეორე სავაჭრო ცენტრი, დუბაი მოლი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ბრენდის ტანსაცმელი, აქსესუარები, ხოლო დღე შადრევნების შოუთი დაასრულოთ, რომელიც ყოველ საღამოს ტარდება.

ჩვენი დუბაის ჯგუფური ტურის შეძენის შემთხვევაში, მოინახულებთ როგორც ბურჯ ხალიფას, ასევე დაესწრებით შადრევნების და ლაზერ შოუს.

2. დუბაი მარინა

დუბაი მარინა

დუბაი მარინა არის ხელოვნურად შექმნილი ნავსადგური, სადაც განთავსებულია მრავალი მდიდრული იახტა და ნავი. ეს ადგილი გარშემორტყმულია ცათამბრჯენებით და გთავაზობთ ქალაქის განსაცვიფრებელ ხედებს.

შეგიძლიათ უბრალოდ ისეირნოთ და დატკბეთ ულამაზესი გარემოთი, ან ნავით გაისეირნოთ.

ასევე, აქ არის მრავალი რესტორანი და კაფე, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა კერძი, მიირთვათ ყავა და დატკბეთ ხედებით.

3. დუბაის ჩარჩო

დუბაის ჩარჩო

დუბაის ჩარჩო არის კიდევ ერთი თანამედროვე არქიტექტურული ძეგლი, რომელიც საამიროებში მოგზაურობისას უნდა ნახოთ.

ეს არის ჩარჩოს ფორმის ნაგებობა, რომლის სიმაღლე არის 150 მეტრი, ხოლო სიგანე – 95 მეტრი. თუმცა, მისი ხიბლი სულ სხვა რამეში მდგომარეობს.

თქვენ შეგიძლიათ ლიფტით ახვიდეთ შენობის ზედა ნაწილში, საიდანაც იშლება საოცარი ხედები – ერთ მხარეს ძველი დუბაი, ხოლო მეორე მხარეს, ახალი დუბაი.

4. დუბაის აკვარიუმი და წყალქვეშა ზოოპარკი

დუბაის აკვარიუმი

დუბაის აკვარიუმი და წყალქვეშა ზოოპარკი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი აკვარიუმია და აქ 140-ზე მეტი სახეობის ზღვის ბინადარს შეხვდებით.

აკვარიუმს აქვს 10 მილიონი ლიტრიანი ავზი, რომელშიც განთავსებულია სხვადასხვა ზღვის ცხოველი, მათ შორის ზვიგენები, პინგვინები, კუები და სხვა.

გასაოცარია წყალქვეშა გვირაბი, რომელიც შესანიშნავი ადგილია სურათების გადასაღებად. აკვარიუმს ასევე აქვს ზოოპარკი, სადაც სხვადასხვა ხმელეთის ცხოველს შეხვდებით.

5. ჯუმეირას მეჩეთი

ჯუმეირას მეჩეთი

რა თქმა უნდა, საამიროებში აუცილებლად უნდა მოინახულოთ მეჩეთები. აბუ დაბიში მოგზაურობისას უნდა ეწვიოთ შეიხ ზაიედის დიდი მეჩეთს, დუბაიში უნდა მოინახულოთ ჯუმეირას მეჩეთი.

ეს მეჩეთი ითვლება ერთ-ერთ ულამაზეს ნაგებობად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თავისი თეთრი ქვის ფასადით და ორი მაღალი მინარეთით.

მეჩეთის ერთ-ერთი უნიკალური მახასიათებელი მისი არქიტექტურაა, რომელიც ტრადიციული და თანამედროვე სტილის შერწყმაა. მეჩეთის ინტერიერს ამშვენებს არაბული კალიგრაფია, გეომეტრიული ფიგურები და ულამაზესი ჭაღები.

ჯუმეირას მეჩეთი შესანიშნავი ადგილია ადგილობრივი კულტურისა და ისტორიის გასაცნობად.

შეჯამება

დუბაი არის ქალაქი, რომელიც გთავაზობთ კულტურის, ისტორიისა და თანამედროვეობის უნიკალურ ნაზავს. აქ მოგზაურობისას, გარდა ჩამოთვლილი ადგილებისა, კიდევ მრავალი ღირშესანიშნაობაა რომლის მონახულებაც შეგიძლიათ.